მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 17:37 | 04.03.2016
ნანახია: 1472

სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ შპს „კარიერი 2015“–ს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მდებარე 31232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

აღნიშნულ უძრავ ქონებაზე შპს "კარიერი 2015" მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნის მიზნით 187 392 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში მოხდება ყველა სახის შეღებილი და შეუღებავი ბუნებრივი ქვიშის წარმოება. კომპანია წლიურად არანაკლებ 100 000 კუბური მეტრი ბუნებრივ ქვიშის წარმოებას შეძლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე