მინდა, პატივი მივაგო ქართველ მებრძოლებს, რომლებიც ჩართული არიან თავიანთი თავდადებით ჩვენს მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 19:07 | 05.12.2022 ნანახია: 352მინდა, აქედან მივაგო პატივი იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც არიან ჩართული თავიანთი ნებით და თავიანთი თავდადებით ამ ჩვენს მეგობარ და ძმა უკრაინელების ბრძოლაში. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთობლივ ბრიგინგზე.
"მინდა, ასევე ვთქვა, რომ ეს ბრძოლა დღეს არის ისტორიული ბრძოლა. როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთუოდ სხვანაირად ხდება ისტორიულად, დრო მოვა, როცა მოლაპარაკებების დრო დადგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ დავუშვათ და საერთაშორისო თანამეგობრობა აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც იყო დაშვებული საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. რუსეთი ან უნდა გაჩერდეს და შეეგუოს იმას, რომ მასაც, როგორც ყველა სხვა ცივილიზებულ ქვეყანას, აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიეზე თავისი ძალები [გაგზავნოს] ან ექსპანსიას დაუბრუნდეს, რაღაც თავის იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს. ეს ამ ომის ის შედეგია, რაც შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ის ძველი შეცდომა, ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს უნდა გაუფრთხილდეს. არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც ამდენი ხანია რუსეთის ირგვლივ მეზობლურად ცხოვრებენ და ვერ მიიღეს ის უსაფრთხოების ელემენტარული გარანტია, რომ ჩემი საზღვარი ჩემია და შენი საზღვარი შენი უნდა იყოს და უნდა შეეგუო შენს საზღვარს",- თქვა ზურაბიშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა