როყიო განცხადებებს აკეთებენ ის ადამიანები, რომლებმაც სერიოზული დანაშაულები ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 17:47 | 05.12.2022
ნანახია: 241

როყიო განცხადებებს აკეთებენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებმაც, ძალიან სერიოზული დანაშაულები ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც დაღუპულ ქართველ მებრძოლებს არ გლოვობს, ზოგიერთები კი ოჯახის უბედურების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას ცდილობენ.

„როყიო განცხადებებს აკეთებენ ზუსტად ის ადამიანები, რომლებმაც, ნამდვილად და ყოველგვარი ცინიზმის გარეშე, ძალიან სერიოზული დანაშაულები ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ფაქტია ის ეპიზოდი, რომელსაც ჰქვია ჯარისკაცების ცხედრების მიტოვება ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ და ამ დროს რუსი გენერლისთვის მძღოლად დადგომა ოფიციალური პირის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა ოფიციალური პოზიციიდან, მთავრობის სხდომიდან და ამას თავისი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სამძიმარს, უპირველესად, უნდა ვუთხრა ყველას, ვინც ახლა გლოვობს და ვინც ცხედართან თავდახრილია, ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ადამიანი არ არსებობს საქართველოში, ვინც მათთან ერთად არ გლოვობს და სამძიმარს არ უცხადებს ყველა ოჯახს. არსებობს ადამიანობაზე პრეტენზიის მქონე ან ფარისეველი არსება, რომელიც ცდილობს, ოჯახის უბედურება პოლიტიკური მიზნებით გამოიყენოს. ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან უნდა გავყოთ. უნდა იცოდნენ, სამწუხარო ფაქტია, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი დაღუპული ადამიანის გარშემო მართავს საცირკო წარმოდგენას, პოლიტიკური უზნეობის დემონსტრირებას. ეს ის არ არის, რაც საქართველოს ახასიათებს. ჩვენ ერთად ვგლოვობთ ომში დაღუპულ ნებისმიერ ჩვენს შვილს", - განაცხადა ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე