ევროკავშირმა აზერბაიჯანის იტალიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის გეგმა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 17:15 | 04.03.2016
ნანახია: 1626

ევროპის კომისიამ 3 მარტს დაამტკიცა საბერძნეთთან შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს გაზსადენის მშენებლობას, ბუნებრივი აირის აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ჩასატანად. ამის შესახებ ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

878 კილომეტრიანი, ტრანსადრიატიკის გაზსადენის მიზანია შეამციროს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. გეგმის თანახმად, აზერბაიჯანის საბადო შაჰ დენიზი 2 საბერძნეთის, ალბანეთის და შემდეგ ადრიატიკის ზღვის გავლით დაუკავშირდება იტალიას. გაზსადენი თურქეთში შეუერთდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს. ევროპაში პირველი გადაზიდვა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე