შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, ეს არის პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 16:29 | 05.12.2022
ნანახია: 180

„ისეთი შეტოპილი აქვთ პუტინისტურ პროპაგანდაში, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებენ რომ სამძიმრის თქმის ინსტიქტი თავად არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, როგორც ჩანს, აკრძალული ჰქონდა მთელ გუნდს, რომ ამ საკითხზე საჯარო თანაგრძნობის პოზიცია ჰქონიათ.

სანამ საზოგადოებრივმა წნეხმა და სხვა დროს პოლიტიკური განცხადებებით არ ცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა ადამიანებმა არ მოუწოდეს ამისკენ, იქამდე არ ჩაუთვლიათ საჭიროდ ამის გაკეთება და მერე როგორ ჩანს ჩათვალეს, რომ პიარულად ძალიან ზიანდებიან, თუმცა მაშინაც კი ეს სამძიმარი გამოიყენეს თავისი შხამიანი, სიცრუით სავსე პროპაგანდისთვის, თითქოს ან ადრე, ან მომავალში საქართველოს ბრალი იყო, ან შეიძლება იყოს რუსეთი, თუ თავს დაგვესხმევა, ან როცა ის თავს დაგვესხა“ - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ღარიბაშვილის განცხადებას

„გამოიყენეს ეს სამძიმარი ამ მოღალატეობრივი აზრისთვის, თითქოს ახლა მათი ეს მოღალატეობრივი პოზიციაა, რაც გადაგვარჩენს და არა გაძლიერება, რასაც უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როცა უნდა მუშაობდეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, აშშ-სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლომაზე, რომ დაცულები ვიყოთ.

ამის მაგივრად, სრულიად საპირისპირო, მოღალატეობრივი გზით მიდიან და პლუს დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენეს ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც თავისი ნებით იცავს თავისუფლებას მსოფლიოში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას უკრაინაში ბრძოლით, თითქოს მათ პოლიტიკური ოპოზიცია აორგანიზებს და მიჰყავთ ომში, ანუ მათ კი არ აქვთ ამის თავისუფალი ნება, სხვები აორგანიზებენ ამას. ეს არის პოლიტიკური არარაობებისა და ნაძირლების გზავნილი რაც დღეს მოვისმინეთ“ - გიგა ბოკერია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე