აქ დიდი უსინდისო კამპანია ყოფილა, ავღანეთში დაღუპულებს რატომ არ გლოვობდითო, ასეთი მატყუარა როგორ უნდა იყოს ადამიანი - თინა ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 16:18 | 05.12.2022
ნანახია: 240

აქ დიდი უსინდისო კამპანია ყოფილა, ავღანეთში დაღუპულებს რატომ არ გლოვობდითო და ასეთი მატყუარა როგორ უნდა იყოს ადამიანი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოიალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ავღანეთში დაღუპულების გადმოსვენების კადრებია აღბეჭდილი, ფოტოზე ჩანან მიხეილ სააკაშვილი, ირაკკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

"აქ დიდი უსინდისო კამპანია ყოფილა, ავღანეთში დაღუპულებს რატომ არ გლოვობდითო და ასეთი მატყუარა როგორ უნდა იყოს ადამიანი. ამ ფოტოზე ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილი (პრეზიდენტია მაშინ) და უსუფაშვილი/ალასანია/ღარიბაშვილი (უკვე ახალი ხელისუფლება) ერთად არიან და სამწუხაროდ ეს სწორედ ავღანეთში დაღუპულების სამძიმარია.
და კიდევ რამდენიმე სხვა შემთხვევა როდესაც ოცნების პრემიერებს არ უჭირდათ სამძიმარი", - წერს ხიდაშელი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე