33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ომს, ეს ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს - პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:54 | 05.12.2022
ნანახია: 200

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ექვსი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს“,- განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჰააგაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე