ამ მავნე პოლიტიკური სუბიექტის აღსასრულს ვადევნებთ თვალს - სარჯველაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

საქართველო, თბილისი - 13:48 | 02.12.2022
ნანახია: 231

"ნაციონალური მოძრაობა" თავის არსებობას ასრულებს, ამ მავნე პოლიტიკური სუბიექტის აღსასრულს ვადევნებთ თვალს, - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფიასკო, სრული კრახი განიცადა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ დაშვებული უზარმაზარი შეცდომები დაგროვდა და ისეთ კრიტიკულ ზღვარს მიაღწიეს, როცა პრაქტიკულად ამ პოლიტიკურ ძალას ეგზისტენციალური პრობლემები გაუჩინა.

"ნაციონალური მოძრაობა" თავის არსებობას ასრულებს. სადმე შეიძლება, რაღაც ფორმით სახელწოდება შენარჩუნდეს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ასეთი, ბოლო პროცესების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში უბრალოდ აღარ იარსებებს.

ცდილობენ, მთავარი ტრაგედია, რაც სჭირთ, შენიღბონ და სხვა საკითხებზე აქცენტის გადატანით ეს ყველაფერი დამალონ, მაგრამ ჭირი თავს არ დამალავს. ამ მავნე პოლიტიკური სუბიექტის აღსასრულს ვადევნებთ თვალს, - თქვა სარჯველაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე