დადასტურდა, რომ სააკაშვილის მომხრეებისთვის მთავარი ამოცანაა მისთვის სასჯელის არიდება - სარჯველაძე

საქართველო, თბილისი - 12:38 | 01.12.2022
ნანახია: 223

ლობისტური კომპანიის დაქირავებაში პრობლემა არ იქნებოდა, რომ არა მთავარი ფაქტორი, დადასტურდა, სააკაშვილის მომხრეებისთვის მთავარი ამოცანაა მისთვის სასჯელის არიდება, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობა იყოს დაცული.

„ლობისტური კომპანიის დაქირავებაში პრობლემა არ იქნებოდა რომ არა, მთავარი ფაქტორი, პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სააკაშვილის მომხრეებისთვის მთავარი ამოცანაა არა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, არამედ ამ მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენა, რომ მათთვის განხორციელებადი გახდეს პოლიტიკური ამოცანა, რაც სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებაში მდგომარეობს. ამიტომ, ცდილობენ, ჯანმრთელობის პრობლემით პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტას მიაღწიონ. ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ჯანმრთელობა იყოს დაცული. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანაა, სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, სხვა მხარეებისთვის პოლიტიკური გარემოებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე