იმის პიარი, რომ სააკაშვილი 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა - მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 12:35 | 01.12.2022
ნანახია: 344

დავუშვათ და მამუკა მდინარაძის ვერსია სწორია, რომ ლობისტური კომპანია დაიქირავეს, ეს რას ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტი საპატიმროში უნდა გარდაიცვალოს, ცუდად არ არის? რისი გასაბათილებელი არგუმენტია? თუ სააკაშვილს არაფერი სჭირს, საქალაქო სასამართლოდან „ვივამედამდე“ ზუსტად ერთი კილომეტრია და წაეყვანა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დამოკიდებულება, რომ სააკაშვილი 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა.

„სააკაშვილი თუ კარგად არის, ვერანაირი პიარი და ლობისტური კომპანია ვერ იმუშავებს. მკურნალმა ექიმმა სააკაშვილის გაშვება ერთ კილომეტრზე ვერ გაბედა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. მისმა ძმამ მითხრა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. სპეკულაციას თუ აქვს ადგილი, ექიმი გამოვიდეს და თქვას, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, არასწორია და სწორია, რაც თქვა მდინარაძემ – სააკაშვილი ცუდად არ არის. ჯანდაცვის მინისტრსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შევთავაზე, ერთად ვნახოთ, რა მდგომარეობაა. ოჯახი ამბობს, რომ შეიძლება, ლეტალური შედეგი დადგეს. ეს არის ჩუმი თანხმობის მიცემა უმრავლესობის მხრიდან სააკაშვილის სიკვდილზე და ამას თავის სახელი უნდა დავარქვათ. როცა მეუბნებიან, რომ ადამიანმა სამკურნალო დაწესებულებაში დაკარგა 40 კილოგრამი, მდგომარეობა უარესდება და პროგრესირდება სნეულება, იმის პიარი, რომ სააკაშვილი 2012 წლამდე საშინელებებს სჩადიოდა და კარგია, რაც სჭირს, სვავური პოლიტიკაა. რაც შეეხება „ემპათიას“ დასკვნას, დიაგნოზები არის მძიმე და ექიმის ჩამოსვლა შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების, მაღალტექნოლიგიური აპარატურის გარეშე არის ფარსი და ექიმი მხოლოდ ჩამოსვლით ვერ განკურნავს სააკაშვილს და ეს 21-ე საუკუნეში უნდა იცოდეს იუსტიციის მინისტრმა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომ გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე