გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 23:29 | 30.11.2022
ნანახია: 197

მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს ლობისტურ პიარ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ახალი ინფორმაცია, ძალიან საინტერესო, რასაც მწერენ ეთერში შემოსვლამდე ხუთი წუთით ადრე – მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია, მისი დედა აწერს ხელს, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, როგორც ჩანს, არის ასეთი ორგანიზაცია, რომელიც ლობისტური, პიარ-საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ, იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს მედია პიარკამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ანუ, ლობისტს ქირაობენ, რათა მედია უზრუნველყოფა და პიარ უზრუნველყოფა გაუწიოს მიშას გადაყვანას და ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. კიდევ მწერენ, რომ იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას. 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე ფორმდება კონტრაქტი ამერიკულ კომპანიასთან და მთავარი მოთხოვნაა, რომ ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორთან კომუნიკაციით. ეს არის მყარი მტკიცებულება, რომ ამას საერთო არაფერი აქვს არც სამართალთან, არც ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სუფთა პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური კამპანიაა, რომლის საფუძველზეც და შედეგად უნდა გამოიწვიონ ამ ქვეყანაში არეულობა. მისი ჩამოსვლის მიზანი იყო ქვეყნის არევა. ახლა შეგვეძლება, ეს ინფორმაცია დავაზუსტოთ, დავაკონკრეტოთ. ეს ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან, ქვეყნის გარედან მიღებული ინფორმაციაა. ისეთი ხალხი მწერს, რომ წყაროს და ინფორმაციის რეალობაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. ხვალ გაირკვევა, დაადასტურებენ ან უარყოფენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე