ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება, როდესაც უკრაინაში ომია - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:00 | 30.11.2022
ნანახია: 214

გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციები აბსოლუტურად სამარცხვინოა.

"ეს საოცრებაა რაც გუშინ მოვისმინეთ. მე გთავაზობთ, რომ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მაგალითად მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებდათ. აქაც იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა, წარწერამ გააღიზიანა. სინამდვილეში, მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, მათ მშვიდობა აღიზიანებთ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ისინი არიან ომის პარტია. მათ ჰქონდათ პირდაპირი განზრახვა და აქვთ, რასაც ვერ მალავენ. გახსოვთ, იგივე დეკანოიძის, ჭიაბერაშვილის, ზურა ჯაფარიძის განცხადებები - ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში. ისინი, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან, საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი. ეს არის სურვილი, რაც აქვს თითოეულ ჩვენგანს, მათ შორის თითოეული თბილისელისთვის და იგივე სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა, უკრაინელი მეგობრებისთვის. აქედან გამომდინარე, ეს სპეკულაციები არის აბსოლუტურად სამარცხვინო", - თქვა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე