საქართველოსა და "სოკარს" შორის აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 04.03.2016
ნანახია: 1347

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. შესაბამის ხელშეკრულებებს საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარს" შორის ხელი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა.

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და აღნიშნულ კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს.

დღესვე, სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის" ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს "ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ" - "კორპორაციას" და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს" შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

ასევე, ხელი მოეწერა "ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე" "არნსკ"-ს და "კორპორაციას" შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება "სოკარიდან" შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნაწილობრივ ამცირებს ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.

"საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.

გარდა ამისა,“ სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე