დიაგნოზებიდან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს - "ვივამედის" ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 11:58 | 30.11.2022
ნანახია: 249

დიაგნოზებიდან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მისი მდგომარეობა, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველს“ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ზურაბ ჩხაიძის თქმით, სააკაშვილის დიაგნოზებიდან გამომდინარე საშიშროება იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. კლინიკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თუკი სასამართლოზე ექიმებს გამოკითხავენ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ექიმები ჩვენების მისაცემად მზად არიან:

„მისი თუნდაც დიაგნოზებიდან გამომდინარე, არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მისი მდგომარეობა. ჩვენ სტატუსს შევაფასებთ, თუ ჩვენ გვკითხავენ ამას. პროგნოზს ვერ განვსაზღვრავ, კლინიკურ მიმდინარეობას სხვადასხვა პათოლოგიების [გათვალისწინებით]. არაა გამორიცხული, რომ მდგომარეობა დამძიმდეს“ ,- თქვა ზურაბ ჩხაიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე