საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 04.03.2016
ნანახია: 1276

საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასოკარის“ პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის შეხვედრაზე აღინიშნა

მხარეებმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაზეც არანაირი ეჭვის საფუძველი არ არებობდა.  სასიხარულოა ის ფაქტი, რომ "სოკარს" გაუჩნდა  დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდების ტექნიკური შესაძლებლობა,"- აღიშნა პრემიერმა შეხვერაზე

აღინიშნა, რომ დღეს ხელი ეწერება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სოკარს“  შორის ხელშეკრულებათა პაკეტს, რომლის თანახმად,  საქართველო დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთანსოკარმა გამოთქვა მზადყოფნა, 1000 კუბ.-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე