შევწყვიტე ფიქრი. დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება - ზურაბ ჭიაბერაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:00 | 30.11.2022
ნანახია: 228

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას.

როგორც ჭიაბერაშვილმა განაცხადა, თანამდებობა მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„მე არ გამიკეთებია განცხადება, რომ კენჭს ვიყრი. როდესაც ვუყურებდი ამ მდგომარეობას, დავინახე, რომ ეს უფრო ემსგავსებოდა რაღაც შიდაპარტიულ კინკლაობას, ვიდრე სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობას. ჩემი წუხილი უკავშირდება იმას, რომ დღეს, ამ მომენტამდეც, როდესაც ისიც კი, აქცია გაიმართოს თუ არა სააკაშვილთან დაკავშირებით,„ ფეისბუქში“ ირჩევა, წარმოუდგენელი მდგომარეობაა. არანაირ თანამდებობებზე პრეტენზია არ  მაქვს, დღესაც მაქვს ჩემი სამსახური აკადემიურ სფეროში, ამაზე არ არის საქმე. აქ არის საქმე, გვაწუხებს და  გვტკივა თუ არა ის, როგორიც არის მდგომარეობა. რა თავმჯდომარეობა, ჩემთვის, ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ჩემთვის რაიმე თანამდებობა მნიშვნელოვანია? ვინმეს ეს წარმოუდგენია? ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამ ფიქრზეც კი, ზოგიერთებმა ისეთი განცხადება გააკეთეს, მე შემრცხვა მათ ნაცვლად. მადლობელი ვარ ათასობით ადამიანის, რომელსაც ზუსტად ესმის. შევწყვიტე ფიქრი. არ არის ახლა ირონიის დრო, მაგრამ ვიტყვი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა ერთმენეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე