ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ, მითხრა, წადი და რაც აქ ნახე თქვიო - ნატო ჩხეიძე

საქართველო, თბილისი - 16:55 | 29.11.2022
ნანახია: 284

ვინც იც­ნობ­დით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ვე­ღარ იც­ნობთ. ვი­საც გახ­სოვთ რო­გო­რი იყო, სულ სხვა­ნა­ი­რი დაგ­ხვდე­ბათ, - ამის შესახებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა ნატო ჩხე­ი­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, რად­გან დრო­უ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მისი გან­ცხა­დე­ბა და მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა წინა ორ­შა­ბათს, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ბა­ტონ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, რად­გან დრო­უ­ლად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩემი გან­ცხა­დე­ბა და მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა წინა ორ­შა­ბათს, ციხე-პა­ლა­ტა­ში მო­მე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, ვის­ზეც დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, სი­მუ­ლან­ტი პა­ტი­მა­რი­აო და ვის­ზეც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, ქვეყ­ნის აღმშე­ნე­ბე­ლი­აო და ვის­ზეც ჩვე­ნი ახ­ლან­დე­ლი და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პუ­ტი­ნის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რი­აო. მი­ვე­დი და ვნა­ხე ის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის ოპო­ზი­ცი­ა­ში მეც ვი­ყა­ვი მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას და რომ­ლის მმარ­თვე­ლო­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ურ­მა წეს­მა თუ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ­მა უწე­სო­ბამ პი­რა­დად და­მა­ზა­რა­ლა და ჯერ კი­დევ მომ­ყვე­ბა ის ზი­ა­ნი.

მივედი, ვნახე ის ადამიანი, რომლის ოპოზიციაში მეც ვიყავი მისი ხელისუფლების მმართველობისას და რომლის მმართველობის რევოლუციურმა წესმა თუ ბიუროკრატიულმა უწესობამ პირადად დამაზარალა და ჯერ კიდევ მომყვება ის ზიანი, ჯერ ისევ მომყვება.

მივედი. ვნახე.

ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ.

თეთრი საღებავით გულმოდგინეთ შეღებილი ორი ფანჯრიდან ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა, დილეგია. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს.

დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ.

პალატა/დილეგის თვალიერებას იწყებ – სად არის ის, ვინც ფეხზე მდგარი 6 თვის წინ ნახე ტელევიზიით, 12 მაისს რომ გადმოიყვანეს ვივამედში. სხვა არავინ არის. მარტო ის არის, რასაც ხედავ.

„მოდი, აქ დაჯექი, ახლოს”, – გეუბნება და საუბრით ცნობ, სწრაფი და დამახასიათებელი მეტყველებით; ეს ერთადერთია, რაც შერჩენია, და ესეც ნაწყვეტ-ნაწტვეტად, ღრმა ამოსუნთქვა/ჩასუნთქვას შორის შუალედში შერჩენია.

მიხვალ ახლოს, დაუჯდები გვერდით და საუბრობ ამ მთისას და იმ მთისას, ცოტას წარსულზე, უფრო ცოტას აწმყოზე და კიდევ უფრო ცოტას მომავალზე. აგყვება და საუბრობს უფრო წარსულზე, მერე ზელენსკიზე, მერე… აღარაფერზე.

ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი მომავალი. ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას.

„ახლა წავალ“, – ვამბობ მე. „წადი და რაც აქ ნახე, თქვი”, – მეუბნება მაინც ღიმილით.

ვამბობ, რაც ვნახე. ვამბობ და გეუბნებით, და ვისაც ყურნი ასხედან, ისმინეთ!.. ჯერ დააყენეთ ფეხზე კოლეგა „ოცნებელებო“, მიხეილ სააკაშვილი და მერე შეაბით ხუნდები, თუ ასე გწადიათ.

ჯერ დააყენეთ ფეხზე. ჯერ აცოცხლეთ. ჯერ მიეცით საშუალება, უწამლოს იმან, ვინც იცის, ვისაც შეუძლია მისი გაჯანსაღება, სადაც შეუძლიათ მისი სიცოცხლის შენარჩუნება მიეცით უფლება სასამართლოს, სწორად გადაწყვიტოს! მიეცით უფლება იუსტიციის მინისტრს, სწრაფად იმიქმედოს! ნუ ზღუდავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება!.. ლათინური შეგონება, იჩქარე ნელა, ახლა არ გამოდგება. ახლა უნდა იჩქაროთ სწრაფად! ახლა უნდა იჩქაროთ უსწრაფესად! არ უნდა დაიღუპოს დილეგში საქართველოს მესამე პრეზიდენტი!…

უნდა გადარჩეს! უნდა გადაარჩინოთ!.. თქვენ, კოლეგა „ოცნებელებო“, თქვენ უნდა გადაარჩინოთ!..” - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე