თებერვალში ყველაზე მკვეთრი ცვლილება მცენარეულ ზეთებზე აღინიშნა

საქართველო, თბილისი - 14:12 | 04.03.2016
ნანახია: 1254

 

თებერვალში ყველაზე მკვეთრი ცვლილება მცენარეულ ზეთებზე აღინიშნა, რაც გასულ თვესთან შედარებით, ზეთზე FAO-ს ინდექსის 8.0 პროცენტიანი ზრდით გამოიხატა.

FAO-ს ინფორმაციით, ეს ზრდა დააბალანსა FAO-ს ინდექსმა შაქარზე, რომელიც 6.2 პროცენტით დაეცა იანვრის შემდეგ, რაც განპირობებულია მსოფლიოში შაქრის სოლიდური მარაგებითა და კარგი მოსავლიანობით ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება.

FAO-ს ფასის ინდექსი შემცირდა რძეზე 2.1 პროცენტით, ხორბალზე - დაახლოებით 0.5 პროცენტით, ხორცზე კი მაჩვენებელი მცირედ გაიზარდა ავსტრალიიდან და შეერთებული შტატებიდან მომარაგების შემცირების გამო. რაც შეეხება ფასს ფრინველის ხორცზე, მისი ფასიც მცირედ დაეცა, მიზეზად - ფრინველის საკვებზე ფასის შემცირება სახლდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე