სააკაშვილისთვის, ნებისმიერ აქტივობა, რომელიც მის პოლიტიკაში ჩართვას ემსახურება, მიუღებელია - ეკა ხერხეულიძე

საქართველო, თბილისი - 16:43 | 29.11.2022
ნანახია: 196

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მის პოლიტიკაში ჩართულობას ემსახურება, პრეზიდენტისთვის მიუღებელია. 

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, არის ერთმნიშვნელოვანი და მან ამის შესახებ ადვოკატების მეშვეობით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკიდან დისტანცირება და აუცილებელია ყველა ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამკურნალოდ გაყვანას. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მის პოლიტიკაში ჩართულობას, პოლიტიკასთან დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი. ის სთხოვს ყველა გულშემატკივარს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა მის პოლიტიკაში ჩართულობას"- ამბობს ხერხეულიძე. 

28 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა შაბათს, 3 დეკემბერს, 15 საათზე ქართული ოცნების ოფისთან აქცია დააანონსა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ მოთხოვნა იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა და მისი სიცოცხლის უზრუნველყოფა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე