კარგად რომ იყოს, რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა - ვოლსკი სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 12:48 | 29.11.2022
ნანახია: 265

კარგად რომ იყოს, რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"კარგად რომ იყოს, რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე, სუნიც აუვიდა ისეთ მდგომარეობაშია. უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს, ის თურმე სასამართლოში უნდა იყოს მიყვანილი. შეუსაბამობა იმდენად დიდია, იმდენად უტიფარია, რომ სხვა თუ არა, პოლიტიკური სპეკულაცია, ამას არაფერი არ შეიძლება დავარქვათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ, 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო.

სხდომაზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივა მედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე