"ნაციონალურ მოძრაობაში" არის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 11:51 | 29.11.2022
ნანახია: 202

"ნაციონალურ მოძრაობაში" არის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო, - ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის.

„ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის პროცესი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ერთადერთი რითაც არის საინტერესო არის, რომ „ნაცმოძრაობაში“ გრძელდება დაშლის პროცესი, პარტია სუსტდება თანდათანობით, რაც კარგია ჩვენი პოლიტიკური სისტემის ჯანსაღი ფორმით განვითარებისთვის. ამ პოლიტიკურ პარტიაში არის სამი კანდიდატი და სამივე არის ერთმანეთზე უინტელექტო, ოდიოზური და სამარცხვინო, ვგულისხმობ ხაბეიშვილს, მელიასა და მუმლაძეს. საზოგადოება შეხედავს ამ ყველაფერს და ნახავს, თუ რამდენად გოიმურია თავისი არსით ის პოლიტიკური პარტია, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად უინტელექტოა ის შემადგენლობა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას. საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა კობახიძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე