იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ გავბრაზდები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე - რომან გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 11:28 | 29.11.2022
ნანახია: 234

„გირჩის” დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად. იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზდები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე, ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმაც განაცხადა, რომ სურს საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად.
 
იმდენს იზამს ეს ხალხი, რომ ისე გავბრაზები, ავდგები და ჩემს კანდიდატურას წამოვაყენებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარეობაზე. ამით ხომ ნამდვილად ეშველებოდა ქვეყანას, ოლიგარქობაც მოისპობოდა და ეროვნული თანხმობის მთავრობასაც შევქმნიდი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. არც პატარა პარტიებს დავტოვებდი ნაწყენი. ბატონ ვახტან მეგრელიშვილს სულაც ვიცე-პრემიერად დავნიშნავდი, როგორც რადიკალური ცვლილებების ინსპირატორს. აბა, რომ არ გავბრაზებულიყავი, ხომ ვერ მოვაჯდებოდი “ქართულ ოცნებას”? წინა გამბრაზებლებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი რა თქმა უნდა, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ბოლო წვეთია, სავსე ფიალიდან წყალი რომ გადმოიღვაროს.
ამ ჭიქით ( ჩაის მივირთმევ) იმ ერთ წვეთს გაუმარჯოს, რევოლუციას რომ მისცემს ბიძგს!"– წერს რომან გოცირიძე.

მანამდე "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მასაც სურს. "სერიოზულად რომ შეხედონ ამ საქმეს, მართლა წარვდგებოდი გეგმით, რომლითაც ეს პარტია ბევრად ეფექტური იქნებოდა“, - თქვა მეგრელიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე