FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი თებერვალში სტაბილურია

საქართველო, თბილისი - 14:07 | 04.03.2016
ნანახია: 1324

მსოფლიოში სურსათზე ფასები სტაბილური დარჩა თებერვლის თვეში. შაქარსა და რძის პროდუქტზე შემცირებულმა ფასმა, მცენარეულ ზეთზე მომატებული ფასები დააბალანსა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) იტყობინება.

აღნიშნული ორგანიზაციის სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე. თებერვალში სურსათის ფასის ინდექსმა 150.2 ქულას მიაღწია, ანუ თითქმის უცვლელი დარჩა იანვარში გამოცხადებული 150.0 ქულის შემდეგ, თუმცა 14.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე