რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 1 357 000 ლარი გამოეყოფა

საქართველო, თბილისი - 13:38 | 04.03.2016
ნანახია: 1474

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 1 357 000 ლარი გამოეყოფა, რომლითაც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სოფლებში - გორის მუნიციპალიტეტის რვა და კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლისთვის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდება.
კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის დამატებით 1 357 000 ლარს მიიღებს.
გამყოფი ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის რვა და კასპის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობას, რომელიც 2008 წლის შემდეგ დასალევ წყალს მეზობელი სოფლებიდან, ხშირ შემთხვევაში კი გორიდან ეზიდება, ეს პრობლემა აღარ ექნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე