მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ორი ახალი პროექტი დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 13:32 | 04.03.2016
ნანახია: 1259

მთავრობამ სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კიდევ ორი ახალი პროექტი დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში შპს „კარიერი 2015" - ს მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ილმაზლოში მინერალური პროდუქტების მწარმოებელ საწარმოს შექმნის და 187 392 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აგროარომა ჯგუფი" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებში, რომელიც ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარეობს, შექმნის ეთერზეთების, ცხოველების საკვების და ტექსტილის ნაწარმის მწარმოებელ საწარმოებს, რისთვისაც არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება. დასაქმდება 62 ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე