მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე - ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 11:02 | 25.11.2022
ნანახია: 237

ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ მას "უსაფუძვლო თავდასხმებისგან" ვერ იცავს.

"რადგან კანონმდებლობა, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაშიღა ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოვაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-იანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა-იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში … ერთი დაველოდები მსურველებს რო ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!" - წერს ხიდაშელი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" მოკვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა. ორგანიზაციამ მოუწოდა პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე