ათასობით ადამიანმა განიცადა სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი ხელი, მისი შეწყალების შემთხვევაში, შესაძლებელია, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ პროტესტის მონაწილეები - მათიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:33 | 25.11.2022
ნანახია: 243

სააკაშვილთან დაკავშირებულ რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება როდესაც გრძელდება და განაჩენი დამდგარი არ არის, ასეთი დისკრეციული უფლების გამოყენება, გარკვეულწილად, მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სასჯელაღსრულებიდან გაყვანა-არგაყვანის საკითხი კანონით წყდება. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო კანონზე დაყრდნობით იღებს.

პრეზიდენტმა საკუთარი დისკრეციის განხორციელებაზე თქვა, არა და არასდროსო. თუ ის ამ დისკრეციას გამოიყენებს, ცალკე საკითხია, რამდენად იქნება ეს რელევანტური მართლმსაჯულების კუთხით. შესაძლებელია, კითხვის ნიშანი დაისვას, რადგან არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები. ეს ადამიანი სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენაშია მხილებული. პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციას კი წარმოადგენს, მაგრამ აუცილებლად სჭირდება შინაარსი და დასაბუთება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რიგ საქმეებზე მართლმსაჯულება როდესაც გრძელდება და განაჩენი დამდგარი არ არის, ასეთი დისკრეციული უფლების გამოყენება, გარკვეულწილად, მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, დავით მათიკაშვილის თქმით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, შესაძლოა, ამას ხალხის პროტესტი მოჰყვეს.

„2012 წლამდე არსებული რეჟიმის პირობებში ათასობით ადამიანი რეჟიმის მსხვერპლი იყო, საქართველოში ათასობით ადამიანმა განიცადა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სასტიკი ხელი. სააკაშვილის შეწყალების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ პროტესტის მონაწილეები“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე