პირადად მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს დღესვე, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი - მარიამ ჯიშკარიანი

საქართველო, თბილისი - 14:45 | 25.11.2022
ნანახია: 289

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკური სურათის მიხედვით, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ინტოქსიკაცია.

ჯიშკარიანის თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალალო შედეგებს იწვევს "თანდათანობითი ინტოქსიკაცია".

ჯიშკარიანი მოუწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, დღესვე, დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

"კლინიკური სურათი იძლევა ინტოქსიკაციის დიდ ალბათობას, რაც შეეხება დასკვნას, თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი: ვერცხლისწყალი, ბისმუთი და ბარიუმი. ექსპერტთა შეფასებით, დიდი ალბათობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სავალალო შედეგებს და დამძიმებას იწვევს თანდათანობითი ინტოქსიკაცია, რომელიც შესაძლებელია დღესაც გრძელდება, ვერც გამოვრიცხავთ და ვერც ვადასტურებთ, შესაბამისად, პირადად მოვუწოდებ მთელი ექსპერტთა ჯგუფის სახელით სალომე ზურაბიშვილს დღესვე, დაუყოვნებლივ შეიწყალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც არ მიიღებს ზომას, იქნება ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილე", - აცხადებს ჯიშკარიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე