მთავარ მხარდამჭერად მერაბიშვილი რომ გეყოლება და მის იმედად იქნები, დანარჩენ სხვა მწვალებლებზე რა უნდა თქვა? - ზარქუა

საქართველო, თბილისი - 12:59 | 25.11.2022
ნანახია: 235

მთავარ მხარდამჭერად მერაბიშვილი რომ გეყოლება და მის იმედად იქნები, დანარჩენ სხვა მწვალებლებზე რა უნდა თქვა? აქ არის ბრძოლა კეზერას ფინანსებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„მათ ცალკე „ტროიკა“ გამოეყო, რომელთაც თავიანთი დაფინანსება აქვთ — ხოშტარიამ ხომ რუსეთში ეს „კანალი“ გაჭრა და რუსული ფულით ფინანსდება. არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ როგორ ჩამოყალიბდებიან, როგორც ჩანს, გიგა ბოკერიას მეტი ფანტაზია აქვს. ესენი ყველანი ერთნი არიან. ვინც აქცენტირებულია არა ევროინტეგრაციაზე და იმაზე, რომ ქვეყანას ხელი გაუმართოს, გვერდში დაუდგეს, არამედ ქაოსზე, დაძაბულობაზე, რევოლუციურ სცენარებზე, ისინი ჩვენთვის ყველა ერთია და რადიკალებს ვუწოდებთ. მათ მიერ ჩატარებულ კვლევებშიც კი 12 პროცენტი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, დანარჩენებს — თითო-თითო და ამათგან რა უნდა გამოვიდეს.

მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე რეალური ძალა შეიქმნება. პირველი მეორეს ჩაუმხანაგდება, მეორე — მესამეს, ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს. ჩვენთვის მეათეხარისხოვანია, გიჟი ჯაფარა და ვაშაძე რა დამოკიდებულებაში იქნებიან „ნაცმოძრაობაში“ ხელმოცარულებთან. რაც შეეხება მერაბიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამოცანაა, ჯალათებზე, ვისზეც იდგა პოლიტიკური ორგანიზაცია — მერაბიშვილებზე, ახალაიებზე, ისევ ეს გუნდი ჰყავდეს და თავადაც განაცხადეს. მთავარ მხარდამჭერად მერაბიშვილი რომ გეყოლება და მის იმედად იქნები, დანარჩენ სხვა მწვალებლებზე რა უნდა თქვა? აქ არის ბრძოლა კეზერას ფინანსებზე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე