სულ კუნთებზე იყურება ეს ბიჭი და არ არის ლამაზი - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

საქართველო, თბილისი - 22:56 | 22.11.2022
ნანახია: 291

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას რეიტინგი დაუკარგა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანის შეფასებით, დასავლური ვექტორის ოპოზიციურ პარტიას მოქმედებაში მყოფი ლიდერი უნდა ხელმძღვანელობდეს.

„მიკვირს, ამ ბიჭმა, მელიამ რა ამბავი ატეხა, კაცო, თავმჯდომარე მანამდეც ჰყავდა ამ პარტიას და წავიდა ის ადამიანი, რამდენჯერმე გამოიცვალა ამ პარტიამ თავმჯდომარეები და რა ხდება, რა ისტერიაა, ვერ გავიგე, უხერხულია. სახელმწიფოებრივად უნდა იფიქრონ, ხალხი უყურებს მათ. ჩვენ, გარკვეული ადამიანები ვღელავთ მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესმა ძალიან დაიძინა ოპოზიციაში. მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რომ ხარ და აანონსებ აქციებს, შემდეგ ხელს უწყობ, რომ სახლში გაუშვა, არაფერი თუ არ გეკითხება, მაშინ რისი თავმჯდომარე ხარ? პასუხისმგებლობა არ არის მასზე? აბა ვიზეა? მოქმედებაში მოსული ტიპი, ლიდერი უნდა ხელმძღვანელობდეს დასავლური ვექტორის პარტიას. მინდა, მოვიდეს ისეთი, ვინც მოქმედებაში მოიყვანს მსხვილი, დასავლური ვექტორის პარტიას, რომელიც ისევ ჩხუბს კიარ დაუწყებს ყველა იმ მედასავლეთეს, ვინც „ძალა ერთობაში“ იყო, ყველა კიარ გაექცევა და მუშტიკრივზე კიარ იქნება გადასული – მუმლაძესთან კონფლიქტი ჰქონდა, სულ კუნთებზე იყურება ეს ბიჭი და არ არის ლამაზი. ძალიან საინტერესო ხალხი არსებობს მათ გარშემო და ვერ გავიგე, ერთი ადამიანი ვერ ამოარჩიეს პოლიტიკურ ტლინკებს რომ არ ყრიდეს, ისტერიებს არ მართავდეს? მელიას ტროლბოტები არაფრით აღარ განსხვავდებიან ივანიშვილის ტროლბოტთა სისტემისგან, ცოტა იფიქროს ამ ბიჭმა, იფიქრონ იქ მყოფმა გონიერმა ადამიანებმა, საკმაოდ ბევრი ჰყავთ ასეთი, განაახლონ მენეჯმენტი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე