ჩინეთში, ერთ-ერთ ქარხანაში ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:03 | 22.11.2022
ნანახია: 205

ჩინეთის ქალაქ ანიანში, ერთ-ერთ ქარხანაში გაჩენილ ხანძარს 36 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები და დაკარგულები. ინფორმაციას  The Associated Press ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე დაშავდა ორი ადამიანი, ორი კი დაკარგულად არის მიჩნეული.

ხანძარს 60 მეხანძრე და 200-ზე მეტი მაშველი რამდენიმე საათის განმვალობაში ებრძოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე