თებერვალში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 04.03.2016
ნანახია: 1339

2016 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,1 პროცენტი შეადგინა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეულია თამბაქოს ნაწარმზე ფასების 13,6-პროცენტიანი მატებით. ფასები ასევე გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (2,7 პროცენტი);

კავშირგაბმულობა:  წინა თვესთან შედარებით  ფასები  გაიზარდა  4,1 პროცენტით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,13 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატელეფონო, სატელეგრაფო და სატელეფაქსო მომსახურებაზე (4,1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,3-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-5,3 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე