Airbus-მა ჩინეთში საწარმოს მშენებლობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:04 | 04.03.2016
ნანახია: 1265

ჩინეთში Airbus-მა ახალი საწარმოს მშენებლობა დაიწყო. საინვესტიციო პროექტის ღირებულება 150 მლნ დოლარია. წინასწარი ინფორმაციით, საწარმოში А330-ების „მშენებლობა“ მოხდება.

საწარმოში, რომელიც ქალაქ ტიანცზინში შენდება, 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

Airbus-ის გათვლებით უახლოეს წლებში სამოქალაო თვითმფრინავებზე მოთხოვნა წელიწადში 10 %-ით გაიზრდება, რაც სხვა ბაზრებთან შედარებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ანალიტიკოსები ფიქრობენ იმასაც, რომ 20 წლის შემდეგ ჩინეთი სამოქალაქო თვითმფრინავების წარმოების მხრივ მსოფლიო ლიდერიც კი გახდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე