კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი
საქართველო, თბილისი - 10:47 | 04.03.2016 ნანახია: 1236ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, ბევრი ამოცანა გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით მაღალი,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გადაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გუშინ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა ბუნებრივი პროცესია, თუმცა მთავრობა უნდა იყოს ერთიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში.
„ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მოახდინოს მაქსიმალური კონცენტრირება და ფოკუსირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი,“–განმარტა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. პრემიერი მიიჩნევს, რომ დაწყებული პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესში იქნება მოლაპარაკებები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
„ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ „რესპუბლიკური პარტიის“ რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე „ქართულ ოცნება–დემოკრატიულ საქართველოსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულ ფორმატში წარსდგება წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს,“–განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ მნიშვნელოვნად განახლება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო.
„იმ შემთხვევაში, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი რომელიც შეიკრიბება, გაერთიანდება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული ჩვენს მთავარ ფასეულობებსა და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა იქნება, კონსესუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე,“–აღნიშნა პრემიერმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა