ზამთრის თავგადასავლების მოყვარულებს მთის კურორტების განვითარების კომპანია და თიბისი ბანკი ახალ სერვისს, „მულტიქარდის“ შევსების ფუნქციას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 04.03.2016
ნანახია: 1336

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და თიბისი ბანკის ახალი სერვისი ზამთრის კურორტების მოყვარულებს.

ზამთრის თავგადასავლების მოყვარულებს წელს მთის კურორტების განვითარების კომპანია და თიბისი ბანკი ახალ სერვისს, „მულტიქარდის“ შევსების ფუნქციას სთავაზობს.

ახალი „მულტიქარდი“ მრავალჯერადი გამოყენების ბარათია, რომლის საშუალებითაც საბაგიროთი სარგებლობისას, გრძელ რიგში დგომა და საფასურის ადგილზე გადახდა აღარ მოგიწევთ. „მულტიქარდზე“ თქვენთვის სასურველი თანხის ჩარიცხვას ნებისმიერ დროს „მულტიფეის“ აპარატების, ასევე ვებ-გვერდის www.multi.ski საშუალებით შეძლებთ. უახლოეს მომავალში „მულტიქარდის“ ბარათებზე ანგარიშის შევსება თიბისი ბანკის მობაილ და ინტერნეტბანკითაც იქნება შესაძლებელი.

„მულტიფეის“ აპარატი გუდაურში საბაგირო გუდაურას (გონდოლა) შესასვლელთან უკვე დამონტაჟდა . მისი საშუალებით მულტიქარდის ბარათზე ნებისმიერი ტიპის სასრიალო აბონემენტის ჩატვირთვა (ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ბილეთები) თიბისი ბანკის ვიზა ბარათით, მათ შორის უკონტაქტო სტიკერის გამოყენებითაა შესაძლებელი. უახლოეს მომავალში გუდაურში „მულტიფეის“ კიდევ ოთხი აპარატის დამონტაჟება იგეგმება.

რაც შეეხება, “მულტიქარდს“, მისი ღირებულება 4 ლარს შეადგენს და ის ბაკურიანსა და გუდაურში მოქმედებს. მისი შეძენა ყველა მსურველს საბაგიროებთან მდებარე სალაროებში შეუძლია.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე