ოთარ დანელია რაჭაში მეცხოველეობის შვეიცარული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველო, თბილისი - 13:02 | 03.03.2016 ნანახია: 1435საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ფერმერებს შეხვდა და მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა მხარის გუბერნატორთან, პაპუნა უგრეხელიძესთან და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნოდარ კერესელიძეთან ერთად ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის “ბლაუენშტაინ საქართველოს“ ხორცის გადამამუშავებელი საწარმოკომპელქსი დაათვალიერა. კომპლექსი მესაქონლეობის თანამედროვე ფერმას, საერთაშორისო სტანდარტების სასაკლაოსა და ვეტერინარულ ლაბორატორიას აერთიანებს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში წარმოების წახალისებაა. ქართულ-შვეიცარიული ინვესტიციით შექმნილი კომპანია კი, რეგიონებში მესაქონლეობის დარგის წახალისების სამაგალითო პროექტია. აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს მზარდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით კი, მესაქონლეობის დარგის განვითარების მიმართულებით.
,,ქართულ-შვეიცარიული საწარმო არის მოდელი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მეცხოველეობის დარგის განვითარებას. კომპანიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხდა გენეტიკურად გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშის ძროხების გადაცემა და ფერმების შექმნა, კომპანიის სპეციალისტების ზედამხედველობით ხორციელდება ცხოველთა მოვლა-პატრონობა, მიღებულ მაღალხარისხიან პროდუქციას კი, ისევ კომპანია იბარებს. გვსურს ეს მოდელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში დავნეროთ, რადგან ეს მნიშვნელოვნად განავითარებს მეცხოველეობის დარგს, ხელს შეუწყობს ცხოველთა გენეტიკის გაუმჯობესებას და პროდუქტიულობის გაზრდას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში - შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში ფლობს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმებს, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ. მეცხოველეობის ფერმებში ხელოვნური განაყოფიერების გზით ხორციელდება ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების გენეტიკური გაუმჯობესება მაღალპროდუქტიული შვიცის და სიმენტალის ჯიშებით. აღნიშნული ჯიშის საქონლის წონა 800-1100 კგ - მდე აღწევს.
როგორც კომპანიის ,,ბლაუენშტაინ საქართველოს“ დამფუძნებელმა, ირაკლი კერვალიშვილმა აღნიშნა, კომპანიამ საერთო ჯამში 15 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე 600-მდე მსხვილფეხა პირუტყვს ფლობს. კომპანიაში კი 100-მდე ადგილობრივია დასაქმებულია. საწარმო აღჭურვილია შვეიცარულ-ფრანგული უახლესი აპარატურით. .
,,საქართველოში პირველად, ,,ბლაუენშტაინ საქართველომ“ თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ე.წ. "დამწიფებულ ხორცს“ წარმოება დაიწყო. პირუტყვის სპეციალური მეთოდით დაკვლის შემდეგ, 14-21 დღის განმავლობაში ხორცის განთავსება შესაბამისი ტენიანობის და ტემპერატურის მქონე მაცივრებში ხდება, რაც ხორცში მჟავიანობის მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს. პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე ლაბორატორიული კვლევები ხორცილდება. საწარმოში სანიტარიულ-ჰიგიენური ყველა ნორმა მაქსიმალურად არის დაცული“, - აღნიშნა ირაკლი კერვალიშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა