საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “მონოლითი ჯგუფი” კრწანისში საცხოვრებელ კომპლექს აშენებს
საქართველო, თბილისი - 15:58 | 11.11.2022 ნანახია: 328საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით „მონოლითი ჯგუფი“ კრწანისში ახალ საცხოვრებელ კომპლექს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 13,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ინვესტიცია სრულად მოხმარდება სამშენებლო სამუშაოებს.
„საქართველოს ბანკთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. მოხარული ვართ, რომ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მოგვეცა. ჩვენი კომპლექსის ფართობი 12 ჰა-ზეა გაშლილი, რომელიც საცხოვრებელ სახლთან ერთად, კომერციულ სივრცეს, რეკრეაციულ ზონას, პარკინგს, სპორტულ მოედანს, გამწვანებულ გარემოს, სარბენ ბილიკს, საცურაო აუზს, სატრენაჟორო დარბაზს, სკოლას და საბავშვო ბაღს მოიცავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინები ენერგო ეფექტური იქნება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება“, - განაცხადა „მონოლითი ჯგუფის“ დირექტორმა, თორნიკე მაისურაძემ.
„საქართველოს ბანკის ერთერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი პროექტის დაფინანსება, რომელიც აძლიერებს სამშენებლო სექტორს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანიამ უკვე 300 ადამიანი დაასაქმა. მონოლით ჯგუფთან ერთად უკვე ცხრა წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, რაც გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო მეტ პროექტზე ვიმუშაოთ მათთან ერთად. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და მათ სამომავლო გეგმების რეალიზებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა