აშშ უკრაინას თანამედროვე უპილოტო თვითმფრინავებს აღარ გადასცემს

საქართველო, თბილისი - 14:37 | 10.11.2022
ნანახია: 218

აშშ უკრაინას თანამედროვე უპილოტო თვითმფრინავებს აღარ გადასცემს.

ამის შესახებ ანონიმ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გამოცემა The Wall Street Journal-ი იუწყება. გამოცემის თანახმად, პენტაგონი ამ კლასის უპილოტო თვითმფრინავების კიევისათვის მიწოდების წინააღმდეგია. კერძოდ, აშშ-ის სამხედრო უწყება შიშობს, რომ მსგავს იარაღს შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტის ესკალაცია და ეს გახდება სიგნალი მოსკოვისთვის, რომ აშშ უკრაინას აწვდის ისეთ შეიარაღებას, რომელსაც შეუძლია იერიშების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე.

კიევის მოთხოვნა უპილოტო თვითმფრინავების, „რუხი არწივების“ (Gray Eagle MQ-1C ) შესახებ თვეების განმავლობაში განიხილებოდა. უკრაინისთვის საფრენი აპარატების მიწოდებას კონგრესის წევრების ორპარტიული ჯგუფის მხარდაჭერაც ჰქონდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე