უკრაინაში 100 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა - პენტაგონი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 10.11.2022
ნანახია: 274

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში 100 ათასზე მეტი რუსი სამხერო დაიღუპა და დაიჭრა. სავარაუდოდ,  ამდენივე დანაკარგი აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც.

ნიუ იორკში ეკონომიკის კლუბში გამოსვლისას მილიმ ასევე განაცხადა, რომ მისი შეფასებით, დაღუპულია უკრაინის 40 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე.

 „საუბარია 100 ათასმე მეტი დაღუპულისა და დაჭრილი რუსი სამხედროს შესახებ. ამდენივეა უკრაინის მხრიდანაც. ეს ადამიანური ტრაგედიის უდიდესი მასშტაბებია“, - თქვა მილიმ.

ამასთან, მას არ უთქვამს რომელი წყაროებიდან აქვს აღნიშნული ინფორმაცია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, 9 ნოემბრის მდგომარეობით, 24 თებერვლის შემდეგ დაღუპულია 77 ათასზე მეტი რუსი სამხედერო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ ბოლო ინფორმაცია 21 სექტემბერს გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინაში დაიღუპა 5 937 რუსი ჯარისკაცი.

ზაფხულის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ომში 10 ათასამდე უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე