პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება

საქართველო, თბილისი - 12:13 | 10.11.2022
ნანახია: 222

„დიდი ოცეულის“ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაესწრება. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა დღეს, რუსულ სააგენტო „ტასს“ განუცხადა. იუწყება BBC. მისი ინფორმაციით, სამიტს, რომელსაც ინდონეზია 15-16 ნოემბერს უმასპინძლებს, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება.

სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს ონლაინ მიმართავს. 3 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ მას პრეზიდენტი პუტინი დაესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე