პუტინს უკრაინაში მხოლოდ მიწები არ სჭირდება - ვერეშჩუკი

საქართველო, თბილისი - 20:13 | 06.11.2022
ნანახია: 307

უკრიანში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ცხრა თვის შემდეგაც აშკარაა, რომ აგრესორთან მოლაპარაკების დაწყება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსები ოკუპირებულ მიწებს დატოვებენ.

 ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, რომელზეც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ლაპარაკობს, გამორიცხულია.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის დაიწყება უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატია, ვერეშჩუკმა უპასუხა: „ტემპის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთი დატოვებს მიწებს, რომელზეც შეიჭრა“.

„უკრაინელები ამაში მკაფიოები და ერთსულოვნები არიან: ჩვენ არ ვივაჭრებთ ჩვენი ხალხით და ჩვენი რეგიონებით, როგორც ყირიმში, ისე დონბასში. პუტინი მხოლოდ მიწებზე არ არის ორიენტირებული, არ გვაქვს ილუზიები, რომ კომპრომისი შესაძლებელია. პუტინს განზრახული აქვს ჩვენი, როგორც სახელწმიფოს განადგურება, ეს ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე