ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 16:56 | 06.11.2022
ნანახია: 228

ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში, უამინდობის გამო, Precision Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

„ფრანს-პრესის“ ცნობით, ბორტზე 39 მგზავრი, ორი პილოტი და ორი სტიუარდესა იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 26 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც პოლიციამ განაცხადა, თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში მანამდე ჩავარდა, ვიდრე ის ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუკობაში დაეშვებოდა.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მაშველებმა უამრავი ადამიანი გადაარჩინეს.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე