ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება

საქართველო, თბილისი - 15:25 | 06.11.2022
ნანახია: 250

ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევიდან სამი მლნ ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. ამის შესახებ მუნიციპალური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომან ტკაჩუკმა განაცხადა.

„ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს ასეთ თავდასხმებს, შესაძლოა, დავკარგოთ ელექტრომომარაგების მთელი სისტემა. თუ არ იქნება ელექტროენერგია, არ იქნება წყალი და კანალიზაცია. ამიტომ ახლა მთავრობა და ქალაქის ადმინსიტრაცია იღებენ ყველა შესაძლო ზომებს ჩვენი ელექტრომომარაგების დასაცავად“, - განაცხადა ტკაჩუკმა.

ამასთან, ტკაჩუკმა აღნიშნა, რომ ამჟამად კიევიდან მოსახლეობის გაყვანის საჭიროება არ არის, სიტუაცია კონტრილირებადია. ხელისუფლება 12 საათით ადრე მიიღებს შეტყობინებას, რომ ქსელი გათიშვის ზღვარზეა. ტკაჩუკის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება მოქალაქეებს სთხოვს დატოვონ ქალაქი.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს სრული ბლეკაუტის სცენარს ელექტროენერგიის, სითბოს, წყლისა და კომუნიკაციების გარეშე და კიეველებს მოუწოდებს მოიმარაგონ აუცილებელი ნივთები და დროებით ქალაქიდან გასვლის შესაძლებლობაზე დაფიქრდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე