ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის - Washington Post

საქართველო, თბილისი - 14:45 | 06.11.2022
ნანახია: 318

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო აიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და უარი თქვან საჯარო პოზიციონირებაზე, რომ არ ჩაერთვებიან სამშვიდობო მოლაპარაკებში, სანამ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია, იტყობინება Washington Post.

გამოცემის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირების თხოვნა არ არის გამიზნული უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მისაყვანად, არამედ იმის უზრუნველყოფისთვის, რომ კიევმა შეინარჩუნოს მხარდაჭერა სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც ეჯახებიან ამომრჩევლების წინააღმდეგობას უკრაინის ომის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უარი მოლაპარაკებებზე შეშფოთებას იწვევს ევროპის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილებში, სადაც საკვებისა და საწვავის ფასებზე ომის გავლენა ყველაზე მკვეთრად იგრძნობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე