ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის დრონები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად ათ აპარატს ვანადგურებთ - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 13:37 | 06.11.2022
ნანახია: 342

ირანი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ რუსეთს მცირე რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატები გადასცა, ჩვენ ყოველდღიურად 10 აპარატს ვანადგურებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"გადაწყვიტეს {ირანის წარმომადგენლებმა} ეღიარებინათ, რომ აწვდიდნენ თვითმფრინავებს რუსული ტერორისთვის, მაგრამ ამ აღიარებაშიც იცრუეს. ჩვენ ყოველდღიურად ვაგდებთ სულ მცირე ათ ირანულ თვითმფრინავს და ირანის რეჟიმი აცხადებს, თითქოს მცირე რაოდენობა გადასცა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე. ირანელი ინსტრუქტორები რუსებს უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებას ასწავლიდნენ და თეირანი საერთოდ დუმს ამაზე. თუ ირანი განაგრძობს ტყუილს, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ჩადებს რუსეთისა და ირანის რეჟიმებს შორის ტერორისტული თანამშრომლობის გამოსაძიებლად და იმისთვის, თუ რას უხდის რუსეთი ირანს ამ თანამშრომლობისთვის. თანამედროვე სამყაროში ასეთი რამ არ იქნება, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ან მისი თანამზრახველი დაუსჯელი დარჩეს“, – თქვა ზელენსკიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ აბდოლაჰიანმა პირველად დაადასტურა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა, მისი თქმით, თეირანმა მოსკოვს დრონების მხოლოდ „მცირე“ რაოდენობა მიაწოდა. ამასთან, მისივე თქმით, მიწოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე