ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 06.11.2022
ნანახია: 229

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით,ოკუპანტებმაა იერიში მიიტანეს საცხოვრებელ რაიონზე. დაბომბვის შედეგად კომერციული საწარმოს ორსართულიანი შენობა დაინგრა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ოთხ ოლქში დაესხნენ თავს.

უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის შეტევა ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში მოიგერია.

გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის არმიის სამეთაურო პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის შვიდი ზონა, საბრძოლო მასალის საცავი და ოკუპანტების სამი სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი დაბომბა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ რუსეთის არმიის წინააღმდეგ შვიდი იერიში განახორციელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე