ირანმა პირველად დაადასტურა, რომ რუსეთს დრონებს აწვდიდა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 05.11.2022
ნანახია: 209

ირანმა პირველად დაადასტურა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა, შესაბამისი განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ აბდოლაჰიანმა გააკეთა. იუწყება Reuters.

აბდოლაჰიანის თქმით, თეირანმა მოსკოვს დრონების მხოლოდ „მცირე“ რაოდენობა მიაწოდა. ამასთან, მისი თქმით, მიწოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.

აბდოლაჰიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი თავს უკრაინაში კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს და თუ თეირანს წარუდგენენ ომში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების მტკიცებულებებს, ქვეყანა "გულგრილი არ დარჩება". მანვე აღნიშნა, რომ ირანსა და უკრაინას აქვთ შეთანხმება ასეთი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ.

მანამდე, ირანის ხელისუფლება არაერთხელ უარყოფდა რუსეთისთვის დრონების მიწოდებას. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები თითქმის ყოველ დღე იუწყებიან ირანული დრონების განადგურების შესახებ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე