Twitter-ი მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს - ჯო ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 13:29 | 05.11.2022
ნანახია: 363

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ სოციალური ქსელი Twitter-ი, მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს.

"ახლა კი ის, რაც ყველას გვაწუხებს - ილონ მასკი მიდის და ყიდულობს [Twitter-ს], რომელიც მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს. ამერიკაში რედაქტორები აღარ არიან. როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვებს, თუ რა დევს სასწორზე?" - თქვა ბაიდენმა.

პარასკევს, 4 ნოებერს, Twitter-ის ახალმა მფლობელმა ილონ მასკმა თანამშრომლების 50 პროცენტი დაითხოვა. თუმცა, მასკის მითითებით, შემცირება ნაკლებად შეეხო გუნდს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციაზეა პასუხისმგებელი. ცნობილია, რომ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

28 ოქტომბერს ილონ მასკმა Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე