რუსეთში, ერთ-ერთი ქალაქის კაფეში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:52 | 05.11.2022
ნანახია: 263

რუსეთის ქალაქ კოსტრომაში კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.

რუსული მედიის ცნობით, კაფეში ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა, მაშველებმა შენობიდან 250 ადამიანის გაყვანა შეძლეს. როგორც რუსული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, ხანძარი, შესაძლოა, მომხმარებლების მხრიდან პიროტენიკის გამოყენებას გამოეწვია. დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე