"დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთის ნავთობის ფასის დაფიქსირებაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 11:15 | 05.11.2022
ნანახია: 212

"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ დაწესდება რუსეთის ნავთობის ფასის ზედა ზღვარი დადგენილ დონეზე, "მცურავი" განაკვეთის გამოყენების გარეშე. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters.

მცურავი ფასების სისტემის დროს ფასი დამოუკიდებულია რამდენიმე ცვლადზე. მათ შორის საპროცენტო განაკვეთზე, სავალუტო კურსზე, აქტივების ფასებზე.

"კოალიცია შეთანხმდა, რომ ფასის ლიმიტი იქნება ფიქსირებული, რომელიც რეგულარულად გადაიხედება, ნაცვლად ინდექსზე ფასდაკლებისა. ამ გზით გაიზრდება ბაზრის სტაბილურობა და შემცირდება ტვირთი ბაზრის მონაწილეებზე". - უთხრა ერთ-ერთმა წყარომ სააგენტოს.

წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველი ფასი ჯერჯერობით უცნობია და უახლოეს კვირებში დადგინება. ასევე, წყაროს განმარტებით, ფასის, როგორც ფასდაკლების მიმაგრება რაიმე ინდექსზე, ძალიან დიდ ცვალებადობას და ფასების პოტენციურ რყევებს გამოიწვევდა.

ასევე წყაროს ცნობით, მოსკოვს შეუძლია იხეიროს მცურავი ფასების სისტემით, თუ Brent-ის მარკის ნავთობი გაძვირდება რუსეთიდან - მსოფლიოში ამ ნედლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლისგან - მოწოდების შემცირების გამო. პუტინს მცურავი ფასების სისტემით სარგებლობა შეეძლება, რადგან თუ Brent-ის ფასი გაიზრდება, რომლის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელიც რუსეთია, შესაბამისად, რუსული ნავთობის ფასიც გაიზრდება.

აშშ, ევროპის კავშირის ქვეყნები და ბაზრის სხვა მონაწილეები ცდილობენ, შეუმცირდეს რუსეთს ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რაც უკრაინაში შეჭრის დაფინანსების მთავარ წყაროდ მიიჩნევა და ამავდროულად, არ დაუშვან ფასის მკვეთრი ზრდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე